სიახლეები

logo
slider left

სიახლეები

line 06 / 11 / 2020

უძრავი ქონების შეძენა როგორც სასიხარულო, ამავდროულად საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია. გასათვალისწინებელია ნებისმიერი დეტალი, რომელიმე ერთი შეხედვით წვრილმანის გამოტოვებამ, შესაძლოა სამომავლოდ დისკომფორტი შეგვიქმნას, გაზარდოს ხარჯი, ან მალევე გვაფიქრებინოს ბინის შეცვლაზე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამიტომ, სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდეთ, ან თუნდაც ძიების პროცესს დაიწყებდეთ, გადავხედოთ რამდენიმე გასათვალისწინებელ ფაქტორს იდეალური ვარიანტის შესარჩევად:


ადგილმდებარეობა

ადგილმდებარეობის შერჩევა, ერთ-ერთი მნივშვნელოვანი ასპექტია, რადგან ეს არის გარემო, სადაც ყველაზე ხშირად მოგიწევთ დროის გატარება. აუცილებელია განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი პრიორიტეტი: მშვიდი ქუჩა, მანძილი სამსახურიდან, ოჯახის წევრებთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივი წვდომა თუ ბუნების სიახლოვეს ყოფნა. რა საკვირველია, გასათვალისწინებელია რამდენად უსაფრთხოა ჩვენს მიერ შერჩეული გარემო, და ნებისმიერ დროს მშვიდად უნდა შეგვეძლოს სახლში დაბრუნება.

ასევე, დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური საკითხია დაბინძურებული გარემოსგან მაქსიმალურად თავის არიდება, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი ლოკაცია, სადაც გამონაბოლქვს არ ვისუნთქავთ. გარდა ამისა, გარემომ შესაძლოა ჩვენი ცხოვრების სტილი დადებითისკენ ან უარყოფითისკენ შეცვალოს. მაგალითად, თუ სიახლოვეს კეთილმოწყობილი სკვერი გვაქვს, უფრო მეტ დროს გავატარებთ მზის ქვეშ, სიმშვიდეში, როგორც განმარტოებისთვის, ასევე ბავშვებთან ერთად.

ახლა წარმოიდგინეთ, თუ სახლთან ბულვარი და ზღვის სანაპიროც გექნებათ, სადაც შეძლებთ ივარჯიშოთ, დაუსრულებლად ისეირნოთ და როგორც გონება, ასევე ორგანიზმი გაიჯანსაღოთ. ზღვის სამკურნალო თვისებები განთქმულია ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით: იოდის, ბრომის, ნატრიუმის და ქლორიდის.

ასეთი ადგილია, ბათუმის ბულვარში მდებარე პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი- White Sails, რომელიც სწორედ ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. რომლის უმეტესობა ფანჯრებიდან ზღვის და ბულვარის ხედი იშლება.


ინფრასტრუქტურა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარემო უზარმაზარ როლს ასრულებს ჩვენი ცხოვრების სტილის გაუმჯესობასა თუ გაუარესობაში. დღევანდელ დატვირთულ ცხოვრების რიტმში, აუცილებელია ჯანსაღი აქტივობები სიახლოვეს გვქონდეს და მარტივად იყოს ხელმისაწვდომი, რაც აგვარიდებს დაუსრულებელ მომიზეზებას, თუ რატომ ვერ ვახერხებთ უკეთეს ცხოვრებას. ეს არის ჩამონათვალი, რაც White Sails-ის ტერიტორიაზე განთავსდება:

ფიტნეს და სპა ცენტრები- როდესაც ფიტნეს ცენტრისკენ გზად საცობში დგომა არ მოგვიწვევს, რასაკვირველია მოტივაცია გაასმაგდება.

საბავშვო სათამაშო მოედნები- მშობლებისთვის ალბათ ყველაზე დიდი კომფორტია სახლთან არსებული, კეთილმოწყობილი სათამაშო მოედნები, სადაც ამავე კომპლექსის სხვა მაცხოვრებელი მშობლები თუ ბავშვები გაატარებენ დროს, თანაც, ქალაქის ბუღისგან მოშორებით.

დახურული და ღია აუზები- ამ შემთხვევაში სეზონს აღარ ექნება მნიშვნელობა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაკავდეთ საყვარელი და გამაჯანსაღებელი სპორტით.

ჩოგბურთის კორტები, ბოულინგ ცენტრი, მაღაზიები, რესტორნები- რაც საშუალებას მოგვცემს უქმეები თუ საღამოები სასიამოვნოდ გავატაროთ.


სარგებელი

როდესაც თანხას უძრავ ქონებაში აბანდებთ, სასურველია იმის გათვალისწინება, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ. ჩნდება კითხვა- ხომ არ დაეცემა მისი ფასი, ან გაქირავდება თუ არა ჩემი არყოფნის შემთხვევაში. იდეალურ შემთხვევაში, ბინა უნდა მდებარეობდეს ტურისტულად მზრდად ქალაქში/კურორტზე, იყოს ახალგარემონტებული, კომფორტული და ჰქონდეს მიმზიდველი ადგილმდებარეობა. ამ შემთხვევაში, როდესაც მოგზაურობას გადაწყვეტთ, ან თუ პარალელურად სხვა ქალაქში ცხოვრობთ, შესაძლოა თქვენი დამატებითი ან ძირითადი შემოსავლის წყაროდ იქცეს. ბათუმი და მის ბულვარში არსებული White Sails, სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.


კითხვების სია

იმპულსური გადაწყვეტილების მიღება, ასეთ საპასუხიმგებლო შენაძენის დროსაც, საკმაოდ ხშირია. ამიტომ, გთავაზობთ კითხვების ჩამონათვალს, რაც დაგეხმარებათ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალი:

საკმარისია თუ არა ბინაში საძინებლის რაოდენობა? - შესაძლოა, დარწმუნებული იყოთ, რომ ერთი საძინებელი საკმარისია, თუმცა, გადახედეთ სამომავლო გეგმებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უახლოესი 5 წელი საკმარისად გეჩვენებათ, შესაძლოა შემდეგ ბინის შეცვლის მიზეზად იქცეს. ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჯობს ერთით ზედმეტი გაითვალისწინოთ, რაც მანამდე კაბინეტად, სტუმრის ოთახად ან სხვა დანიშნულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რამდენად მარტივი, სწრაფი და უსაფრთხოა ბინის გადაფორმების პროცესი?

ნამდვილად ხელმისაწვდომია ჩემს მიერ შერჩეული ბინა? - შენაძენმა ბედნიერება და კომფორტი უნდა მოგვიტანოს და არა სინანული. სწორად განსაზღვრეთ თქვენი მატერიალური შესაძლებლობა.

ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, მარტივად შევძლებ თუ არა მის გაჩერებას?

რა სიძველისაა შენობა და მისი აღჭურვილობები?- ხშირ შემთხვევაში, ეს ის დეტალია, სადაც ფულის დაზოგვა არ ღირს, რადგან ხშირად მათი შეკეთება, ჩანაცვლება ან გარემონტება საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს.

ნათელია თუ არა ბინა? - შეიძლება ითქვას ეს გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენს გუნება-განწყობაში. White Sails-ში უნიკალური დიზაინის წყალობით, თითოეულ ბინაზე ნაწილდება ბუნებრივი სინათლის წყარო, ამიტომ არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.


იმედია ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ და თქვენთვის სასურველ ბინას შეიძენთ!